Skip to content

კანჭი …

January 6, 2013

Image

 

კანჭის მენიუ 4 კაცზე, კანჭის მენიუ ხუთ კაცზე, კანჭის მენიუ ასეთი, ისეთი.

30 პროცენტიანი ფასდაკლება კანჭზე, 40 პროცენტიანი საახალწლო ფასდაკლება კანჭის მენიუზე, კანჭი მღვრიე და კანჭი ანკარა, კანჭი აქეთ კანჭი იქეთ. 

ბუტკაში იჯდე რა…

January 5, 2013

16f8c55e46ba

მუხანათი ოსმალოები თავს ესხმის გიორგი სააკაძეს.

დიდი მოურავი ეძახის თავის ცოლს

-  რუსუდან შედი კარავში

-  არა, არ შევალ – უპასუხა რუსუდანმა

-  შედი ქალო ბუტკაში და დაჯექი

- რა მინდა ბუტკაში?

-  დაჯექი და იჯდე რა – უპასუხა მოურავმა …

ახალი წელი

January 3, 2013

year-of-the-snake-2013-chinese-happy-new-year-vector-1075480

ბავშობაში უფრო მახარებდა ახალი წელი და “გულისფანცქალით” ველოდი მის მოსვოლას. მერე და მერე უფრო გაუფერულდა და გაბანძდა, თუმცა ჩემთვის მაინც შეინარჩუნა პოზიტიური დატვირთვა. სხვა მრავალი სიკეთეებთან ერთად ახალ წელს სხვა თუ არაფერი უმეტესად თოვლიანი ამინდია ხოლმე (თუმცა წელს თოვლი არ ყოფილა). თოვლი კი ჩემთვის ყველანაირი წინაპირობის გარეშე პოზიტივთან ასოცირდება.

ორი სიტყვით 2012 წლის შესახებ. თქვენ არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის რაღაც უფერული წელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სიახლეებით ასე თუ ისე განებივრებული ვიყავი. 2012 წელს საშუალება მქონდა მენახა ბერლინი, ვარშავა, კიევი, უჟგოროდი, ბრიუსელი და პარიზი. გარდა ამისა ჩავაბარე ძალიან კარგ სამაგისტრო პროგრამა “ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე”, ისევ მყავს გადასარევი, უჭკვიანესი და მსოფლიოში ყველაზე ლამაზი შეყვარებული, დავიწყე ახალი სამსახური… თუმცა სტატისტიკა ხომ არაა ყველაფერი, საკუთარ თავში ბევრი რაღაცის გადაფასების და გადახარშვის პროცესის წელი იყო, ერთი მხრივ საინტერესო, ხოლო მეორე მხრივ გაწელილი.  როგორც ჩემი ლექტორი იაგო კაჭკაჭიშვილი იტყოდა 2012 წელი “უფრო კარგი იყო ვიდრე ცუდი ხოლო უფრო ცუდი იყო ვიდრე ძალიან კარგი”.

დაბოლოს, ტრადიციისამებრ, გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით, წარმატებული წელი ყოფილიყოს თქვენთვის.

რაც მთავარია გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს, ჩემი რა მიდის.  :პ

ფეხი დამადგით …

December 27, 2012

SAMSUNG DIGITAL CAMERA

ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით…
საქართველოის ყოვლის მპყრობელმან
ვისურვე, დავით…
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით…
– ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო,
მიუტევები?
ღირსმსახურობდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი „ნიკოფსიითგან
დარუბანდამდე“…
თუ, ეს მართალთა თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქნან ცოდვილთ
სული სიმშვიდის, სული სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?
– გულზე დამადგით, ფეხი დამადგით
გულზე ყოველთა…

 

მარად თქვენი დათო აღმაშენებელი

პოლიტიკისგან განთავისუფლება

December 25, 2012

75364

ამ ბოლო დროს ვხვდები რომ ზედმეტად პოლიტიზირებული ვარ, ძალიან აქტიურად ვადევნებ პოლიტიკურ მოვლენებს თვალყურს. ინტერნეტის მეშვეობით ვუყურებ თითქმის ყველა მნიშვნელოვან დებატს და თუ ნიუსს.

მივხვდი, რომ გარდა დიდი დროის დაკარგვისა, ეს ყველაფერი ჩემს ფსიქიკაზეც არ აისახება კარგად, მითუმეტეს თუ ქართულ პოლიტიკურ რეალობაზე ვსაუბრობთ.

ხოოოდა, გადავწყვიტე აღარ ვუყურო ტელევიზორს, უფრო სწორად საინფორმაციო გამოშვებებს, არ გავეცნო ნიუსებს ინტერნეტით (საუბარია პოლიტ ამბებზე).

და ბოლოს, ფეისბუქზე დავაჰაიდე (აი ქართული!) ყველა ის მეგობარი, რომელიც სისტემატიურად პოლიტიკურ ამბებს აზიარებს და სულ “შეწუხებული” ან ქილიკის ხასიათზეა (თუმცა ქილიკის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს).

ესეც ასე! ჩემი სადარდებელი და საქმეები მეყოფა. არ დამიწყოთ ახლა აქტიური მოქალაქეობაო, ისაო, ესაო. ჩემთვის არასოდეს ყოფილა აქტიური მოქალაქეობა მედიის მოწოდებული განავლის ჭამა.

მე პოლიტიკისთვის არ მცალია, ფული უნდა ვიშოვო და მილიონერი გავხდე.

მწვადი, ხინკალი, ქაბაბი, ვაჟა და სააკაშვილი

December 23, 2012

მწვადი, ხინკალი, ქაბაბი, ვაჟა და სააკაშვილი

ეს ვაჟა ვინაა მაინც ვერ გავარკვიე …

მიმართვა მაიას ტომს

December 21, 2012

troll-problemo-l

მიმართვა მაიას ტომს, რომელიც დედამიწის აღსასრულს 2012 წლის 21 დეკემბერს წინასწარმეტყველებდა.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 27 other followers

%d bloggers like this: